2009-2010 ს/წ ოლიმპიადის გამარჯვებული ლონდონის საგზურით დაჯილდოვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება სასწავლო ოლიმპიადები სხვადასხვა საგანში. გასულ სასწავლო წელს ქართული ენისა და ლიტერატურის მესამე ტურში გაიმარჯვა „მილენიუმის“ მეცხრე კლასის მოსწავლემ ანი მამისაშვილმა (პედაგოგი მ. კოპალეიშვილი), რომელიც საზაფხულო ბანაკის საგზურით დაჯილდოვდა. საზაფხულო ბანაკები ამავდროულად მოწყობილი იყო წყნეთსა და ბაკურიანში. თითოეული ბანაკიდან შეირჩა 12–12 მოსწავლე ინგლისური ენის ცოდნის, კომუნიკაბელურობის, აქტიურობის მიხედვით. სახელმწიფოს დაფინანსებით 2010 წლის 15 აგვისტოს ისინი გაემგზავრნენ ლონდონში, სადაც დაუვიწყარი თავგადასავლებით აღსავსე დღეები გაატარეს.

2008-2009 სასწავლო წელი



წლის საუკეთეოს მოსწავლეები გახდნენ მე-7 კლასის მოსწავლე ვანო კალმახელიძე და მე-5ა კლასის მოსწავლე იუკო ჩუბინიძე.

2007-08 სასწავლო წელი

2007–08 სასწავლო წელს საგნობრივ მარათონში, ტესტირებებში, სასკოლო გამოცდებში მიღებული შედეგებითა და მოსწავლეთა საინფორმაციო ბანკის მონაცემების გათვალისწინებით გამოვლინდა წლის სამი საუკეთესო მოსწავლეები, რომლებიც ხუთი თვის განმავლობაში მიიღებენ სტიპენდიას. ესენი არიან მე–7 კლასის მოსწავლეები ანა მამისაშვილი და ინგა კუტალაძე და მე–6 კლასის მოსწავლე იულია ქევხიშვილი.